2020 წლიდან ჩვენ ვამზადებთ ლითონის კონსტრუქციებს შეკვეთით ჩვენს საკუთარ საწარმოო ბაზაზე. გვაქვს საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ნებისმიერი სირთულის ნაწარმის დასამზადებლად.
ვთანამშრომლობთ კერძო კლიენტებთან, იურიდიულ პირებთან და ვმონაწილეობთ სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაში.
ხშირად, დამკვეთს სჭირდება ლითონის კონსტრუქციები არასტანდარტული ფორმით ან ზომებით, მკაცრად განსაზღვრული პარამეტრებით.
ამიტომ, ჩვენი კომპანია სთავაზობს მომსახურებას დამკვეთის ნახაზების მიხედვით ლითონის კონსტრუქციების დამზადებაზე, ელემენტებისა და კონფიგურაციის ყველა ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
ამასთან, მიუხედავად კონსტრუქციის სირთულისა და უჩვეულობისა, იგი აუცილებლად იქნება შესაბამისობაში ყველა თანამედროვე ნორმასა და სტანდარტთან.
“მივმართე ამ კომპანიას ლითონის ფარდულის დამზადების მიზნით. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით! სამუშაოები შესრულდა ზუსტად და დროულად, უმაღლესი დონის ხარისხით. ბიჭებმა გაითვალისწინეს ჩემი ყველა სურვილი და შემომთავაზეს საკუთარი იდეები, რომლებიც კონსტრუქციას კიდევ უფრო გააუმჯობესებდა. მადლობა პროფესიონალიზმისთვის!”
გიორგი ხ.
21.04.2025
კითხვა-პასუხი
პროექტის ღირებულება დამოკიდებულია მის მოცულობაზე, გამოყენებულ მასალაზე, ნაკეთობის სირთულესა და ნაკეთობის კომპლექსურობაზე (კომპლექსურობაში ვგულისხმობთ, თუ რა სახის მომსახურებას მოიცავს, მაგალითად, ლაზერული ჭრა და თერმული შეღებვა, ღუნვა და შედუღება, ყველა ოპერაცია ერთად თუ მხოლოდ ერთი...)
ღირებულებაში შედის ობიექტზე მისვლა, აზომვა, ტექნიკური ნახაზებისა და ვიზუალის მომზადება, მასალის შეძენა, ნაკეთობის დამზადება (ლაზერული ჭრა,ღუნვა, შედუღება, თერმული ღებვა), მიტანის სერვისი ,მონტაჟი.
მომსახურების სრული ციკლი გვაქვს,რომელიც მოიცავს ლითონის დამუშავებას, ფურცლოვანასა და მილ/მილკვადრატის ლაზერულ ჭრას, ფურცლოვანას ღუნვა, ელექტროსტატიკურ (თერმულ) ღებვას, შედუღებას.